16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.
ერთი კვირის მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ პერიოდის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 605 პაციენტი.
სულ ჩატარდა 113 058 ტესტი – 103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 პჯრ ტესტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.52%.