თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ქართულ ბაზარზე ბრუნდება. ის თბილისის მიმართულებით ფრენებს 16 ივლისიდან განაახლებს.
ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენების განრიგი უკვე წარადგინა, რომლის თანახმადაც, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ თურქულ ავიაკომპანიას ნებართვა 8 ივლისს მიანიჭა.
შეგახსენებთ, „ატლასგლობალი“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, „ატლასჯეტის“ (Atlasjet) სახელით შემოვიდა. საქართველოს მიმართულებით რეისებიკი გასული წლის აპრილში შეწყვიტა.