LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო

121
45105901-1804301253000660-1156275191165222912-o

საქართველოში ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც აქამდე იყო – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფრენების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მიიღება, თუ როგორი იქნება კოვიდვითარება.

„ეს არის გლობალური პრობლემა. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში, როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღეისათვის ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორც ამ მომენტისთვის არის და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სექტემბრის თვეში კოვიდინფექციის გავრცელება, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, – განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები