LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლოგიკურია სამინისტროს უხელმძღვანელოს ადამიანმა, რომელმაც უკვე იცის სისტემაში არსებული ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები“- სამედიცინო საზოგადოების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დაბრუნებას ითხოვს

439
Untitled design (4)

სამედიცინო საზოგადოების ნაწილი ჯანდაცვის მინისტრად ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

განცხადებაში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ მისი ხედვა იყო ზუსტი და ჯანდაცვის სექტორი სწორი მიმართულებით მიჰყავდა.

მათი თქმით, ლოგიკურია, სამინისტროს უხელმძღვანელოს ადამიანმა, რომელმაც უკვე იცის სისტემაში არსებული ხარვეზები, პრობლემები, საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

„კოვიდპანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა, სამწლიანი, საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შედეგად, ეკატერინე ტიკარაძემ მისი მყისიერი რეაგირების შედეგად შეძლო კრიზისული სიტუაციის ეფექტიანად მართვა. მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებული სხვადასხვა პროექტებით, მან შეძლო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარება და გაძლიერება.
აღსანიშნავია, ეკატერინე ტიკარაძის მიერ განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტი, დაწყებული საქმეები, რომლებიც ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა და საჭიროებს შემდგომ ნაბიჯებს.

ბოლო ათწლეულის მანძილზე, სხვადასხვა მინისტრების პერიოდში დაწყებული პროექტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებდა, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის პერიოდში ხორციელდებოდა ხარვეზებით და რისკების შეფასების გარეშე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, დღეს სამინისტრო ჩაიბაროს ისეთმა ადამიანმა, რომელმაც იცის სისტემაში არსებული ყველა ხარვეზი, პრობლემა და მათი გადაჭრის გზები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი მინისტრობის ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემია იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები