LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

417
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. 

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს ეკატერინე ტიკარაძე შეუერთდა. რექტორის მოადგილის რანგში ის უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროექტებს ჩაიბარებს, კერძოდ, უხელმძღვანელებს ადრონული თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს, სასწავლო ჰოსპიტლისა და მედიცინის სკოლის პროექტებს, რომელიც უნივერსიტეტში განხორციელდება.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე 2019-2021 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფოს პოლიკლინიკურ გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო.

2008-2013 წლებში კი ტიკარაძე შვეიცარიაში, მესამეულ ქვეყნებში ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორის განვითარების კონსულტანტად მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები