LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 ივნისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

117
HR hub

HR hub-ის ორგანიზებით, 16 ივნისს, ფუნიკულიორის კომპლექსში, წლის მთავარი HR მოვლენა – HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება.

8 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიება წელსაც ბევრი სიახლით იქნება დატვირთული. HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემაა HR ქეისები.

ღონისძიება განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის:

  • HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა  მიმართულების თანამშრომლები);
  • დამფუძნებლებისთვის, დირექტორებისთვის;
  • C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;
  • HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის.

HR ბიზნეს სამიტის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით ისაუბრა ანა გზირიშვილმა, HR hub-ის დამფუძნებელმა:

HR ბიზნეს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შთამაგონებელი გამოსვლები, პანელური დისკუსიები, მასტერკლასები, ნეთვორქინგი, მუსიკალური ნომრები, გათამაშება და პრიზები.

ღონისძიების ძირითად ნაწილს საშა კაცმანი, სანდრო ჯეჯელავა და პაატა პაპავა გაუძღვებიან. სამიტს, ჯამში, 25 სპიკერი ეყოლება.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g