LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება – 70-მდე კომპანია ვაკანსიებს წარმოადგენს

133
hr hub

HR hubის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით,  ევოლუშენ საქართველოს  და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთდან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით. HR მენეჯერები გაესაუბრებიან კანდიდატებს და ვაკანსიებსა და კომპანიაში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებს გააცნობენ.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია www.sfero.ge -ზე.

ადგილზე მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ მოსულ ადამიანებს.

სპიკერები

14:00 თამთა ფეტელავაპაშა ბანკის რეკრუტინგის სამსახურის უფროსი

თემა: რა უნდა ვკითხოთ HR მენეჯერს გასაუბრებაზე?

14:15 ია ნადირაშვილი – Store next Georgia-ს გენერალური დირექტორი, რითეილ კონსულტანტი, ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, ქოუჩი, მენტორი, ლექტორი

თემა: I’m never dream about success I’m work for it! – მე არასდროს მიოცნებია წარმატებაზე მე ვშრომობდი წარმატებისთვის;

15:00 გიორგი კონტუაძე ენტერპრენერი

თემა: როგორია ბედნიერი სამსახური?

15:30 სანდრო ბოლქვაძე –

16:00 ნატა ასათიანი განათლების ფსიქოლოგი

თემა: შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით

კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton Georgia,  KD4US,  რადიო იმედი.

დეტალები: karierisfestivali2023

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები