LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 მედალი პატარა სუმოისტებისგან

122

დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გამართულ სუმოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას 13 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი იღებდა, საქართველოს სამივე ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ჯამში, 16 მედალი მოიპოვა.

საქართველოს 21-წლამდელ ვაჟთა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო 23-წლამდელთა ნაკრებმა 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ტურნირის დასკვნით დღეს დოჰიოზე უფროსი ასაკის სუმოისტები გავიდნენ, საქართველოს ნაკრების 6 სპორტსმენმა 6 მედალი მოიპოვა – 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, გადამწყვეტი შეხვედრა უნგრეთის ნაკრებს 3:0 მოუგო. 21-წლამდელთა გუნდურ დაპირისპირებაში ჩვენმა ახალგაზრდებმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს. 23-წლამდელთა გუნდური პირველობის ჩემპიონი კი საქართველოს ნაკრები გახდა, რომელმაც ოქროს მედლისთვის პაექრობა პრინციპულ მეტოქეს რუსეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

სპეციალურად ევროპირველობისთვის თბილისში ჩამოვიდა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი დარიუშ როზუმი. ევროპირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ტოშიო კაიტანი. ქართველ სუმოისტებს ორი დღის განმავლობაში ამხნევებდა ვეტერანი სუმოისტი ლევან ცაგურია, იგივე კოკაი.
ევროპის ჩემპიონატი სუმოში. უფროსები, 23 და 21-წლამდელები.

უფროსები

გიორგი მეშვილდიშვილი (115 კგ) – ვერცხლი

ლაშა მეშვილდიშვილი (115 კგ) – ბრინჯაო

საქართველოს ნაკრები (გუნდური) – ბრინჯაო

ავთანდილ ცერცვაძე (+115 კგ) – ბრინჯაო

ლაშა ჯელაძე (+115 კგ) – ბრინჯაო

გიორგი მეშვილდიშვილი (აბსოლუტური) – ბრინჯაო

23-წლამდელები

საქართველოს ნაკრები (გუნდური) – ოქრო

გიორგი მათიაშვილი (70 კგ) – ბრინჯაო

ირაკლი ჩაჩუა (100 კგ) – ბრინჯაო

გიგა გელაშვილი (+115 კგ) – ბრინჯაო

გიგა გელაშვილი (აბსოლუტური) – ბრინჯაო

21-წლამდელები

გიორგი ფარადაშვილი (+115 კგ) – ოქრო

ლაშა ჯელაძე (აბსოლუტური) – ოქრო

გიორგი ფარადაშვილი (აბსოლუტური) -ვერცხლი

საქართველოს ნაკრები (გუნდური) – ვერცხლი

ნიკოლოზ სისვაძე (115 კგ) – ბრინჯაო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g