16 თებერვალს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება საორგანო მუსიკის კონცერტი. ალექსანდრე ვასაძე შეასრულებს იოჰან სებასტიან ბახის, დევიდ გერმანის, ჰეილი ვიდორისა და ანდრიუ ლოიდ ვებერის ნაწარმოებებს.
ალექსანდრე ვასაძე, გარდა იმისა რომ, ის წარმატებით მოღვაწეობს როგორც პიანისტი, ამავე დროს არის ორგანისტი, კლავესინისტი.
ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე biletebi.ge ან მუსიკალური ცენტრის სალაროში.