LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 თებერვალს ჯანსუღ კახიძის ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

alavidze

2 თებერვალს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს, რომელსაც გამართავს თბილისის სიმფონიური ორკესტრი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მათავარი დირიჟორის – რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.

პროგრამაშია ჰ.ბერლიოზის სიმფონიური პოემა „ჰერკულესის ახალგაზრდობა“, კ.სენ-სანსის მე-3 „საორღანო“ სიმფონია და ა.ვივალდის კონცერტი ფაგოტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის, რომელსაც შეასრულებს ახალგაზრდა სოლისტი – გიორგი ალავიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები