LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 ნოემბერს ბექა გოჩიაშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

126
beqagochiashvili

17 ნოემბერს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი „ახალ თეატრში“ მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე და ლაშა დეისაძე.

შემოსული თანხა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრის, სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი ლასხიშვილის ისტორიული მემუარების გამოცემას მოხმარდება. წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორია.

ბატონი გიორგი პირველწყაროდ გვიყვება იმ დროინდელი საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე. მკითხველს ასევე შესაძლებლობა მიეცემა საქართველოში ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელის პირიდან მოისმინოს თუ როგორ აფინანსებდა ილია ჭავჭავაძე მათ საქმიანობას და რაზე კამათობდნენ ყველაზე ხშირად. ასევე თუ როგორ აღმოაჩინეს მიხეილ ჯავახიშვილი პირველად სტამბაში თავისი “ჩანჩურათი” და რით მიიქცია მან რედაქციის ყურადღება. ბატონი გიორგი იმ ხალხის ცხოვრების შესახებაც მოგვითხრობს, ვინც იმ პერიოდის საქართველოში ევროპული და კერძოდ, შვეიცარიული მოდელის დანერგვას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g