LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 სექტემბერს მთაწმინდის პარკის ყველის ფესტივალი გაიმართება

968
372145197_716090487018354_5979294936019496883_n

17 სექტემბერს 12:00 საათიდან მთაწმინდის პარკის და მეყველე ანა მიქაძის ორგანიზებით, პარკის ცენტრალურ მოედანზე ყველის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება, რომელიც 2018 წლიდან წელიწადში ორჯერ ხორციელდება

ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებით, მათი მიზანია, ქართული ტრადიციული ყველის ნაირსახეობების პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე, ტურისტებისათვის.

„განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს სხვა კუთხეებთან ერთად სვანეთის რეგიონის და კონკრეტულად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველის – ნარჩვის პოპულარიზაციაზე. სვანეთის კუთხესთან გაიმართება სხვადასხვა კერძების მასტერკლასები, მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა. ასევე, დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი პროდუქტები“, – აღნიშნავს ფესტივალის ორგანიზატორი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ყველის, ასევე, თაფლის, ღვინის და ჩაის მწარმოებლები. ვიზიტორებს ასევე დახვდებათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დღის განმავლობაში კი სტუმრების განწყობას მუსიკა და საფესტივალო გარემო აამაღლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g