LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17-წლამდელებმა ბოსნიასთან წააგეს (ვიდეო)

76

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მე-3 ჯგუფის პირველი მატჩი საქართველოსა და ბოსნიის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის, ბალკანელებმა მოიგეს.

 

ბოსნია – საქართველო 2:1 (1:1)

საქართველო: გუგეშაშვილი (კ), კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, კუცია, ნინუა, შეწირული (ანდრონიკაშვილი, 41), ქავთარაძე (დავითაშვილი, 54), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (სპანდერაშვილი, 74).

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

გოლები: 0:1 ივანიაძე (14), 1:1 რესიჩი (17), 2:1 კოვაჩი (75).

გაფრთხილებები: ჩელიკოვიჩი (35), ივანიაძე (58), კუცია (71), რესიჩი (80)
გაძევება: ტომას დადიჩი (76).

 

ანგარიშის გახსნა ქართველებმა მე-14 წუთზე მოახერხეს – გიორგი ივანიაძეს დარტყმული მეტოქე გუნდის მცველს მოხდა, მიმართულება შეიცვალა და მეკარე უძლური არმოჩნდა.

ბოსნიელებმა გათანაბრება ორ წუთში მოახერხეს. გოლი საკმაოდ კურიოზული აღმოჩნდა: ლუკა გუგეშაშვილმა ჩაწოდებული ბურთის დაჭერა ვერ მოახერხა და ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

75-ე წუთზე რესიჩმა ბოსნიის ნაკრები წინ გაიყვანა. ქართველმა ფეხბურთელებმა რესიჩი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვეს, ბოსნიელმაც უპრობლემოდ შეძლო გოლის გატანა.

76-ე წუთისთვის ბოსნია კაცნაკლული დარჩა და და საქართველოს ნაკრებს მატჩის მიწურულისკენ გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, თუმცა ბოსნიელთა მეკარე სათანადო სიმაღლეზე იყო.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 მარტს, 14:00 საათზე რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g