17 წლის ნინი ბადრიძის შთამბეჭდავი მიღწევების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას „ფეისბუკ“ გვერდი, „ნათია განათლებაზე“ გვიზიარებს.
უნიჭიერესი ახალგაზრდა ამ დროისთვის, სამი საერთაშორისო პროგრამის გამარჯვებულია, ამჟამად Oakleaf School-ში სწავლობს, 2026 წლის შემოდგომიდან კი სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლაში – Lomond School-ში, IB პროგრამაზე გააგრძელებს.
„17 წლის ასაკში უკვე 3 საერთაშორისო პროგრამის გამარჯვებული! გაიცანით ნინი ბადრიძე – მოსწავლე თბილისიდან, რომელიც უკვე დღეს იმ გზას გადის, რაზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობს.
FLEX-ის გამარჯვებული
HMC Projects-ის 100%-იანი სტიპენდიანტი დიდ ბრიტანეთში
UWC Projects-ის ფინალისტი
ნინი ამჟამად Oakleaf School-ში სწავლობს, ხოლო 2026 წლის შემოდგომიდან სწავლას ბრიტანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ სკოლაში – Lomond School-ში, IB პროგრამაზე გააგრძელებს.
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია…
IT Center Mziuri-ში სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებას — Python, Java და Full-Stack Web Development მიმართულებით.
მოხალისედ პროგრამირებას ასწავლის Educate Georgia-ში.
დააარსა საკუთარი საგანმანათლებლო ორგანიზაცია — ByteReach, რომლის მეშვეობითაც მთის სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს პროგრამირებასა და ინგლისურ ენას ასწავლის.
აქტიურად მოხალისეობს Helping Hand-სა და Caritas-ში. ინტერესდება ნეირომეცნიერებით, მუშაობს კვლევით პროექტებზე და უკვე შექმნილი აქვს ISS-ის (საერთაშორისო კოსმოსური სადგურის) რეალურ დროში მონიტორინგის სისტემა API ინტეგრაციით. ფლობს 5 ენას: ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, იაპონური.
აქვს 80-ზე მეტი საერთაშორისო სერტიფიკატი და ნამყოფია CERN-ში, ბრიუსელში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, დუბაიში და სხვა ქვეყნებში.
მისი მიზანია გახდეს Aerospace Software Engineer და შექმნას ტექნოლოგიები, რომლებიც კაცობრიობას კიდევ უფრო შორს გაიყვანს“, – წერს სოციალურ ქსელში „ნათია განათლებაზე“.
