LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

177 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

83

177 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ეს პროცესი გრძელდება.

მისივე თქმით, საქართველოში დღეს 86 ათასი დევნილი ოჯახია აქედან დაახლოებით 2/3-ს ბინა ჯერ არ მიუღია.

„ეს არ ნიშნავს, რომ 2/3 ყველა გაჭირვებულია, ზოგიერთი ძალიან წარმატებული ბიზნესმენიც არის, საჯარო მოხელე და ა.შ. თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მძიმე პირობებში ცხოვრობს დღემდე. იმ 1/3-დან, რომელსაც 30 ათასზე მეტი ბინა მიღებული აქვს, დაახლოებით ნახევარი ამ ბოლო ოთხ წელიწადში გადაცემულია. ტემპები არის ძალიან გაზრდილი“ – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g