LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 აგვისტოდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება

90
meria (1)

გლდანის რაიონის გამგეობა 18 აგვისტოს, ღამის საათებში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობითვე, პროექტის შედეგად, შეიცვლება დაზიანებული ფილები, მოწესრიგდება საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები.

„ძირითადად, პროცესი გვიან ღამით, მეტროსადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ წარიმართება.

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „მარიამსა“ და „ევრაზიას“ შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაც დაიწყება და გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურა და სივრცე კეთილმოეწყობა. აღნიშნული პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს განათავსებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g