LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული – თავდაცვის სამინისტრო

166
თავდაცვა

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.

„ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს.

სტიქიის ადგილზე კი, ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაკარგულს ეძებენ.

 

 

ეროვნული გვარდიის სამხედროები ძებნის სამუშაოებს მდინარეების კალაპოტებში განაგრძობენ

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.

ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს.

სტიქიის ადგილზე კი, ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on Saturday, August 12, 2023

 

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს 10 ლოკაციაზე ასრულებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g