საქართველოში 18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ და გახსნასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები ცოტა ადრე გადავდგათ. მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
