LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 ნოემბერს ორმეტრიანი დისტანციით იქნება ჯაჭვი – გიგი უგულავა

169
opozicia

„18 ნოემბერს, ოთხშაბათს დილის 11:00 საათზე, ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება ჯაჭვი ორმეტრიანი დისტანციით”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ უგულავამ განაცხადა, ყოველ ადამიანს, ვინც აქციაზე მივა, მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება, გაყალბებულია.

„18 ნოემბერს, ოთხშაბათს დილის 11:00 საათზე, ოპერიდან რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის მეტროს, ფილარმონიისა და მელიქიშვილის მიმართულებით იქნება ჯაჭვი ორმეტრიანი დისტანციით. ყოველ ადამიანს, ვინც მოვა, მიეცემა სტიკერი, რომელსაც ეწერება გაყალბებულია. დააფენს, დადგება დაიჭერს ამ პლაკატს. ასევე, იქნება ბანერები, რომელსაც ზევიდან ექნება ამერიკის და საქართველოს დროშა და შუაში იქნება წარწერები-გაყალბებულია, მიმდინარეობს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ“, – აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები