LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

115
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“

შემოსავლების სამსახური საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ორივე ქვეყნის მიმართულებით შეიზღუდება.

„ყაზბეგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, გადაუდებელი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ავტომობილების გადაადგილება შეჩერებული იქნება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები დროის ამ მონაკვეთში ვერ განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დროის (06:00-09:00 საათი) ამოწურვის შემდეგ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას, შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.

magti 5g