LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

392
2026-04-22_22-18-00_562769

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება

სამუშაოების პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე გრიგოლეთის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება. ნიგვზიანის წრიულიდან ავტომობილები მოძრაობას პირდაპირ გააგრძელებენ საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით“, – ვკითხულობთ ტექსტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g