LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლიანი ასაკობრივი სხვაობა და 45-წლიანი ქორწინება – ჰოლივუდის „ოქროს წყვილის“, მაქსველ კოლფილდისა და ჯულიეტ მილსის „ქიმია“ სეირნობის დროს

151
page

მაქსველ კოლფილდი და ჯულიეტ მილსი ჰოლივუდის ერთ-ერთ „ოქროს წყვილადაა“ აღიარებული. 45-წლიანი ქორწინების მიუხედავად, მათი ქიმია კვლავ აშკარაა.

წყვილი ლოს-ანჯელესის პარკში ხელიხელჩაკიდებულები სეირნობის დროს გადაიღეს, ისინი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

ცნობისთვის, მაქსველი და ჯულიეტი ერთმანეთს სპექტაკლ, „ადამიანი სპილოს“ მუშაობისას შეხვდნენ. მოგვიანებით კი ერთად გამოჩნდნენ 80-იანების პოპულარული სერიალის, „სასტუმროს“, ერთ-ერთ ეპიზოდში. როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს, მაქსველი მხოლოდ 21 წლის იყო ჯულიეტ კი 39 წლის, თუმცა 18 წლიანი ასაკობრივიო სხვაობა მათთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ გამხდარა. წყვილმა 1980 წელს იქორწინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები