LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის შემდეგ ნეო და ტრინიტი ბრუნდებიან – ცნობილია „მატრიცა 4“-ის პრემიერის თარიღი

332
Untitledw

ყველა დროის ერთ-ერთი საკულტო ფილმის „მატრიცას“ მე-4 ნაწილის გადაღებები დასრულდა.  Warner Bros-მა გულშემატკივრებს ფილმის გამოსვლის თარიღი გაუმხილა. The Matrix: Resurrections-ის პრემიერა მიმდინარე წლის  22 დეკემბერს შედგება.

ჯერჯერობით ოფიციალური ტრეილერი არ გავრცელებულა, თუმცა პრეზენტაციიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრეილერი ნილ პატრიკ ჰარისისა და კიანუ რივზის საუბრით იწყება. ფილმში კერი ენ მოსის ტრინიტისაც ვხვდებით.

შეგახსენებთ, „მატრიცა“ ეკრანებზე პირველად 1999 წელს გამოვიდა, ფილმის მე-2 და მე-3 ნაწილები 2003 წელს გამოვიდა.

„მატრიცა 4“-ის გადაღებების შემდეგ კიანუ რივზი „ჯონ უიკი 4“- ის გადაღებებს შეუდგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები