LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 64 ათასი ტონა ყურძენი

109
რთველი 2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 19 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2025-ის ფარგლებში, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4500-მდე მევენახემ ჩააბარა.

ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 29.3 ათას ტონამდე საფერავი, 28.3 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 425 ღვინის კომპანია/მარანი, აქედან 163 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501, ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g