ფოტოგრაფებმა მსახიობი ბევერლი-ჰილზში მაშინ გადაიღეს, როდესაც ის უცნობ გოგონასთან ერთად ქუჩაში ხელჩაკიდებული სეირნობდა.
შეგახსენებთ, რომ 90-ანი წლების ბოლოდან კიანუ რიზვის ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. 1999 წელს მას და ჯენიფერ საიმს გოგონა შეეძინათ, რომელიც დაბადებისას გარდაიცვალა. თავად საიმსი მალევე ავტოავარიაში დაიღუპა. ამის შემდეგ კიანუ რივზი მედიისთვის ჩაიკეტა.