პანდემიის გამო საქართველოში 26 მაისი მოკრძალებულად აღინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე ვაზიანის ბაზიდან მიულოცეს.
ეს დღე საქართველოს ისტორიაში, ყოველთვის ემოციურად აღინიშნებოდა და არამარტო დედაქალაქში.
მოდი, გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი.
„ყველა სავაჭროები დაკეტილია… ეროვნული დროშები ფრიალებს საზოგადო დაწესებულებებზე და კერძო ბინებზე“ 1919 წელი, ახალციხე, გაზეთი „ერთობა“.
1920 წელი, 26 მაისი სამხედრო აღლუმი
1919 წლის 26 მაისი, შევარდენის გოგონათა ჯგუფი მიემართება ვაკისკენ
პრეზიდენტი გამსახურდია გვარდიის დროშას პოლკოვნიკ ცქიტიშვილს გადასცემს, 1991 წლის 26 მაისი
1997 წლის 26 მაისის აღლუმი თბილისში
2005 წლის 26 მაისი – შევარდნაძის ეპოქის მერე საქართველომ გამოცოცხლება დაიწყო
2011 – ყველაზე სისხლიანი 26 მაისი და დილით გამართული სამხედრო აღლუმი
2013 წლის 26 მაისი, ამ დღეს თბილისში ძალიან წვიმდა, თუმცა აღლუმი მაინც ჩატარდა
ირაკლი ალასანია ფიცის დადების დროს. 2013 წელი 26 მაისი
2014 წლის 26 მაისი
2016 წლის 26 მაისი – სახალხო სეირნობა და უამრავი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება
2018 წელი, დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მთელ ქვეყანაში პომპეზურად აღნიშნა
2019 წლის 26 მაისი მთელ რუსთაველის გამზირზე ბოლო წლების ტრადიციის თანახმად მრავალი ღონისძიებით აღინიშნა
2020 წელს დამოუკიდებლობის დღე ვაზიანში აღინიშნა, იმ იმედით, რომ დამოუკიდებლობის აღნიშვნას მომავალში აღარაფერი შეუშლის ხელს.