აუქციონის სახლი Bonhams, 1935 წელს გამოსულ სპორტქარს – Mercedes-Benz 500K Special Roadster-ს აუქციონზე გასაყიდად განათავსებს. მოდელი 1945 წელს საომარი მოქმედებების დროს მოიპარეს. აუქციონის მსვლელობისას უნიკალური ავტომობილის ღირებულებამ შეიძლება 5-დან 7 მილიონ ევრომდე მოიმატოს.
როდსტერი გერმანელ მრეწველს, ჰანს პრიმს ეკუთვნოდა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ავტომობილი საკუთარ მამულში დამალა. მალევე პრიმი გაურკვეველი მიზეზებით დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, ხოლო Mercedes-Benz 500K Specia Roadster ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოიპარეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
2011 წელს, როდსტერი ცნობილმა ნიდერლანდელმა ავტოკოლექციონერმა ფრანს ვან ჰარემ შეიძინა. ახალმა მფლობელმა ავტომობილში 3.7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ვან ჰარემ, ავტომობილი გერმანულ ავტოსალონში, ქალაქ ესენში გასაყიდად გაიტანა, სადაც სპორტქარი ადგილობრივმა მთავრობამ იმჟამინდელ მფლობელს (ფრანს ვან ჰარეს) ჩამოართვა და დროებით Mercedes-Benz-ს გადასცა.
2012 წელის სამართლებრივი დავა გაიმართა ვან ჰარესა და პრიმის ოჯახს შორის. ჰამბურგის მოსამართლემ განაჩენი პრიმის ოჯახის სასარგებლოდ გამოიტანა და ავტომობილის მფლობელობაზე ვან ჰარეს იურიდიული უფლება არაკანონიერად სცნო.
Mercedes-Benz 500K აღჭურვილია რვა ცილინდრიანი, 5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც 160 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ავტომობილი 2016 წლის 3 სექტემბერს ქალაქ შანტინში, საფრანგეთში გაიყიდება.