LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„1982 წლის სოხუმური შემოდგომა მახსენდება, მომავლის იმედით და სიყვარულით სავსე… ახლაც იგივე გრძნობა მეუფლება მიუხედავად იმისა, რომ ნიუიორკული შემოდგომაა 42 წლიანი სხვაობით“ – რას წერს ემიგრაციაში მყოფი ნინო კვარაცხელია თავისი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულზე

167
ნინო კვარაცხელია, ემზარ ჯღარკავა

ამერიკაში მცხოვრები ნინო კვარაცხელია, რომელმაც თავისი ნამდვილი სიყვარული მრავალწლიანი განშორების შემდეგ ხელახლა იპოვა, სოციალურ ქსელში თავის მეორე ნახევართან, ემზარ ჯღარკავასთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს და ემოციურ პოსტს გვიზიარებს:

„ვუყურებ ამ ფოტოს და 1982 წლის სოხუმური შემოდგომა მახსენდება, მომავლის იმედით, გეგმებით და სიყვარულით სავსე ახლაც იგივე გრძნობა მეუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ნიუიორკული შემოდგომაა 42 წლიანი სხვაობით. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, თუ მოინდომებ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, როცა სიკეთისთვის სიყვარულით იბრძვი და მაინც , დედამიწა ერთია, სამშობლოც და სოხუმიც“ – წერს ნინო კვარაცხელია.

„მომენტი, როცა ნინოს დაურეკეს და უთხრეს, შენი ქმარი ამ წუთას ბრუკლინში ვნახეთო“ – ემზარ ჯღარკავას სახალისო პოსტი – როგორია ემიგრაციაში მყოფი წყვილის ამერიკული ცხოვრება

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნინო კვარაცხელია საზოგადოებამ მისი და ემზარ ჯღარკავას საოცარი სიყვარულის ისტორიით გაიცნო – წყვილმა ერთმანეთი 40-წლიანი დაშორების შემდეგ ხელახლა იპოვა.

ვიდეო: ,,დრო და მანძილი ნამდვილ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს…ყოველთვის მიეცით სიყვარულს შანსი” – ნინო კვარაცხელია

ვუყურებ ამ ფოტოს და 1982 წლის სოხუმური შემოდგომა მახსენდება, მომავლის იმედით, გეგმებით და სიყვარულით სავსე🍁🍂🧡ეხლაც…

Posted by ნინო კვარაცხელია on სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g