26 დეკემბერს მარნეულში 23 წლის ექიმი გარდაიცვალა. შემთხვევა ავერსის კლინიკაში მოხდა. გიგა ბუაძემ კორონავირუსი გადაიტანა, გამოჯანმრთელდა და სამსახურში დაბრუნდა. თანამშრომლებმა ის საპირფარეშოში გარდაცვლილი იპოვეს.
ექიმის მეგობარი გიგა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსლეში მასთან შეხვედრის ბოლო დღეზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორი დაღლილები მიდიოდნენ ხოლმე სახლში მორიგეობის შემდეგ.
„2-3 დღის 24 საათიანი მორიგეობისა და ღამისთევის შემდეგ, სახლში მიმავალი ესე ვიტანჯებოდით და ვცდილობდით, ნახევარი საათი როგორმე წაგვეძინა, რომ სადმე არ წავქცეულიყავით.
საათნახევარი ვაკეთებდი გულის მასაჟს და მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი, გამოსავალი პესიმა იყო, მაინც გაშტერებული ვუყურებდი მონიტორს და ველოდებოდი, რამე საიმედო მაინც გამოჩენილიყო.
შენთვის ჯერ ხომ ადრე იყო, ძაან ადრე იყო, მთელი ცხოვრება წინ გქონდა და ჩემთვისაც ადრე იყო იატაკზე გაშხლართული ჩემი მეგობრის უსულო სხეულზე მეყურებინა. არადა დილით როგორ გვიხაროდა ერთმანეთი რომ ვნახეთ ერთად ვიმორიგევებთო, მიუხედავად იმისა, რომ არცეთის სმენა არ იყო და შემთხვევით მოვხვდით.
ბუუბს, შენ ყოველთვის დარჩები ჩემს ორმეტრიან როხროხა მეგობრად, რომელსაც სიცილის დროს ყველა კბილი უჩანდა “, – წერს სოციალურ ქსელში გიგა ფალავანდიშვილი.