LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ადამიანები ტოვებენ სამყაროს… მეტისმეტია ამ ვერაგი ვირუსისგან“ – კორონავირუსით თსუ-ს და სდასუს პროფესორი გარდაიცვალა

639
Untitled design (57)

პროფესორი თინათინ ზალდასტანიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში პროფესორსა და ლექტორს ემშვიდობებიან.

‼️?თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ადამიანები ტოვებენ სამყაროს… მეტისმეტია ამ ვერაგი ვირუსისგან ‼️‼️ ქალბატონი თინათინ ზალდასტანიშვილი იყო ადამიანი, პროფესორი, რომელიც უბრალოდ უნდა გენახათ, გესაუბრათ, დასწრებოდით მის ლექციებს… ის ნამდვილად იყო პროფესორი , რომელიც რაობის ძებნაში მყოფ სტუდენტს კითხვებზე პასუხს აპოვნინებდა…

?ყოველი ჩემი საერთაშორისო ტრენინგზე გრანტის მოპოვებისას მილოცავდა, მლოცავდა, გამომკითხავდა სად, რაზე მივდიოდი, რა იყო თემა და ტრენინგის მატერიალები ჩამომეტანა… რადგან ის მუდმივ შემეცნების მოყვარული იყო ?

?”თსუ”-ს და “სდასუს” ყველა სტუდენტს დარწმუნებული ვარ კარგად ახსენდება ქალბატონი თინათინი, რომელიც უბრალოდ ცოცხალი ბიბლიოთეკა იყო, იმდენად ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული, რომ წიგნის პასაჟების მსგავსების 20-30 მაგალითს მაინც მოიყვანდა სხვა ლიტერატურიდან…
‼️ძალიან დამწყვიტეთ გული… დიდი მეგობარი გამომაკლდით“.- წერს ჟურნალისტი ლაშა ბაბუხადია.

თინათინ ზალდასტანიშვილს მისი სტუდენტები ემშვიდობებიან.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ…
უძვირფასესი, თბილი, ტკბილი სამართლიანი ადამიანი!

საოცარი მოტივატორი, რომელთან საუბარი და გატარებული პერიოდი სულ მემახსოვრება და მომენატრება…
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩემს საყვარელ თინათინ ლექტორს…
ძალიან დაგვაკლდება, ძალიან“.?  – წერს მარიამ ბექაური.

„ეს არის ჩემთვის დაუჯერებელიი რატომ უფალოო რატოომ ჩემი საუკეთესო ლექტორიი ??????? ქ-ნო თინათინ თინათინ ზალდასტანიშვილი ??მართლა შოკში ვარ ვტირი და არ მჯერა, ჩემიი ყველაზე თბილი ლექტორი ერთმანეთის დანახვა რომ გვიყვარდა, გვიხაროდა ჩემი გამზრდელი, თბილი და ტკბილი ლექტორი??სადაც გავიგებდი თქვენ ატარებდით ლექციებს იქ შემოვდიოდი?? ცუდად ვაარ?? ვტირი და ვიხსენებ ჩვენ თბილ საუბარს და იმ საუკეთესო წლებს, რატომ უფალოო ?? დასანანია, დანაკლისია ჩემთვის და ყველა თქვენი სტუდენტებისთვის??? არა მარტო ლექტორი ჩემი მეგობარი ?? რამდენი რაიმე მახსენდება?

რა ვთქვა, არ ვიცი? გემშვიდობებით ჩემო მასწავლებელო ? უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი“- წერს ეკო ბერაია.

პოპულარულები