LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა მიესაჯა

325
212

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს წელიწად-ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა.

ერძოდ, კლინიკის უფროს ექთანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და მის გამოყენებაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი).

როგორც IPN-ს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა, ამავე საქმეზე 26 თებერვალს, 14:00 საათზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, ქეთევან ცერცვაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. მისი თქმით, გამოძიება მას სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ედავება.

„ახალი გარემოებებიც გამოიკვეთა. ჩვენი ბრალი არ არისო და ხელმძღვანელობისკენ გაიშვირეს ხელი, არადა 2 წლის განმავლობაში ამ ხალხს ვეუბნებოდით, რომ დანაშაული ეღიარებინათ. ამაზე კატეგორიულ უარზე იყვნენ, მაგრამ მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენის მიზნით ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g