გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 928 030-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 2 966-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 888 022-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 63 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 13 646 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 42 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 951 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 857-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 42 772, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 677, PCR ტესტით – 14 095.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,26%, ბოლო 14 დღის – 5,74%, ბოლო 7 დღის – 5,02%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 13 377-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.