2024 წლის 2-7 ივლისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით XVII საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ცნობით, კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 2 ივლისს, 19:00 საათზე, „თეატრალური“ უნივერსიტეტის I კორპუსში, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრის სცენაზე, რეჟისორ ბაქარ ჩერქეზიშვილის ფილმით „აპოლო ჯავახეთი“, რომლის მსოფლიო პრემიერაც შედგა 2017 წელს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტური კინოს ფესტივალზე ამსტერდამში (IDFA).
აღნიშნული ფილმი ნომინირებული იყო არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის სარაევოს 2018 წლის კინოფესტივალზე. არის სილექტის პრიზიორი (2018). ხანგრძლივობა: 16 წუთი, გამოშვების წელი: 2017
TISFF 2024-ის საკონკურსო კინოპროგრამა ნაჩვენები იქნება საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ დარბაზში.
სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 20 ქვეყნის 27 კინოსკოლა, რომელთა შორისაა: ალბანეთი, არგენტინა, აშშ, ბულგარეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, კანადა, პოლონეთი, ნორვეგია, ესპანეთი, ლიეტუვა, ლიბანი, ინდოეთი, სლოვაკეთი, საქართველო, საფრანგეთი, ნიდერლანდების სამეფო, ფინეთი, ჩეხეთი.
კინოპროგრამის გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან:
გრან-პრი
საუკეთესო მხატვრული ფილმი
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
საუკეთესო ანიმაციური ფილმი
სტუდენტური ჟიურის პრიზი
ასევე გაიცემა სპეციალური დიპლომები:
საუკეთესო ხმის დიზაინისთვის
საუკეთესო ოპერატორისთვის
საუკეთესო რეჟისორისთვის
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება.
კინოფესტივალის პროგრამის შესახებ ვრცელ ინფორმაციას იხილავთ აქ: