ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ქართლში – სოფელ თელეთთან სამი მიკროავტობუსისა და ერთი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 15 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ერთ-ერთი მიკროავტობუსი ერევნიდან ბათუმის მიმართულებით გადააგილდებოდა და გარდაცვლილები სომხეთის მოქალაქეები არიან.
დაშავებულები კი კლინიკებში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.