LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა

162
ავტოსაგზაო შემთხვევა

ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

Info imereti-ს ინფორმაციით, გუგუნავას ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. გავრცელებული ცნობითვე, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო სლაიდზე: „ინფო იმერეთი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g