ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბოლონიის აეროპორტთან მომხდარ აფეთქებას.
აალებადი მასალებით დატვირთული ავტომობილის აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანება 60-მდე ადამიანმა მიიღო.
ხიდზე გადაადგილებისას, ერთმანეთს სატვირთო და აალებადი მასალებით დატვირთული ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შემდეგ ხიდის ნაწილი ჩაინგრა და ცეცხლი სხვა მანქანებზეც გავრცელდა.