LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა – დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

230
Untitled design (3)

სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მედიასაშუალებები ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ასევე წერენ, რომ ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი.

ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა უცნობია. ასევე უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები