2 დაღუპული და 7 დაშავებული – კუმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.