31 ოქტომბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონას მიმართულებით, კვირაში ერთი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება განახლდება. ავიამიმოსვლას Wizz Air განახორციელებს.
2 ნოემბრიდან კი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ვენის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით განაახლებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთსა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნით შეუძლიათ.