LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა 2026 წელს მსოფლიოს არქიტექტურის დედაქალაქი გახდა

121
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ბარსელონა იუნესკომ 2026 წელს მსოფლიო არქიტექტურის დედაქალაქად დაასახელა. ეს სტატუსი მხოლოდ სიმბოლური არ არის – ქალაქში მთელი წლის განმავლობაში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება და უკეთ აჩვენებს იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს არქიტექტურა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

პროგრამის ფარგლებში ბარსელონა ტრადიციული „მუზეუმი-ქალაქის“ იმიჯს გასცდება და საკუთარ თავს როგორც ცოცხალ ურბანულ ორგანიზმს წარმოაჩენს – არა მხოლოდ საგრადა ფამილიას მსგავსი ღირსშესანიშნაობებით, არამედ თანამედროვე ურბანული იდეებითაც.

ღონისძიებები თითქმის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ქალაქის ყველა რაიონს მოიცავს. დაგეგმილია ასობით გამოფენა, ექსკურსია და ლექცია, რათა ადგილობრივებმა საკუთარი ქალაქი ახალი კუთხით დაინახონ.

ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება არქიტექტორთა მსოფლიო კონგრესი, რომელიც ბარსელონაში ათასობით სპეციალისტს შეკრებს. შეხვედრის მთავარი თემა იქნება ქალაქების მომავალი – ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, ეკოლოგიური გარემო და თანამედროვე საჯარო სივრცეები.

პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი პროექტი „10 ბრმა კედელია“, რომლის ფარგლებში ახალგაზრდა არქიტექტორები შენობების უფუნქციო კედლებს ვერტიკალურ ბაღებად და ურბანულ არტ-ობიექტებად გადააქცევენ. ეს „ბიოკლიმატური“ ინსტალაციები ქალაქში დარჩება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას – ქუჩების გაგრილებასა და გამწვანებას.

იუნესკოს კრიტერიუმით, ასეთი სტატუსის მისაღებად ქალაქმა პრაქტიკაში უნდა აჩვენოს, როგორ შეუძლია თანამედროვე ურბანულ დაგეგმვას გლობალური გამოწვევების – კლიმატის ცვლილების, ეკოლოგიისა და კომფორტული გარემოს გაერთიანება. ბარსელონა სწორედ ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან მაგალითად განიხილება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g