უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ის ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
დაღუპულ ქართველ მებრძოლზე წერს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.
„2 დღის წინ დამირეკა, სანამ არ ჩამოხვალ სიკვდილს არ ვაპირებ, ლამაზი გასვენება უნდა მომიწყოო 😞
აღარ მინდა ხალხო, აღარ შემიძლია!
დღეს ხარკოვთან დაეცა ჩემი ოცდამესამე ომის ძმაკაცი!
დიდება გმირებს“, – წერს გიგა მაქარაშვილი.
რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.