LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ძალიან მძიმე საათი რუსთაველზე: შავ-თეთრად მოყოლილი ისტორია [ფოტოები]

943
64679801_10214651197697761_1125544682982473728_o

ფოტოგრაფი ლიზა გაბუნია თბილისში, პარლამენტთან ჩატარებული აქციის შემდეგ განვითარებულ ისტორიას შავ-თეთრი ფოტოებით გვიყვება. ემოციურ კადრებში ვხედავთ აქციას, სადაც ხალხი სამართლიანი პროტესტის გამო დაარბიეს და დეკანოზს შალვა კეკელიას, რომელიც ხალხის გვერდით დგას.

“2 ძალიან მძიმე საათი რუსთაველზე.
ძალიან ბევრი რამის თქმა და მოყოლა მინდა თქვენთვის.

პ.ს უღრმესი მადლობა იმ ადამიანებს რომლებიც დამეხმარნენ.
ამ ადამიანების სახელიც კი არ ვიცი” – წერს ლიზა გაბუნია.

შეგახსენებთ, გუშინ, სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ. ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, გავრილოვის გამოსვლა მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა ბახტაძემ დაგმეს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატებისგან საქართველოს დატოვება მოითხოვეს.

დეპუტატის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ, საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტთან ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნით

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.

მოეწყო. ხალხი იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვდა, ვინც სერგეი გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა უზრუნველყო.

პროცესები მაშინ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილმა, პარლამენტში შესვლა მოითხოვა, პოლიციის კორდონის დაყენების შემდეგ კი მის გარღვევას ცდილობდა.

აქცია სამჯერ დაიშალა – სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებით დიდი ზომის რეზინის ტყვიებით და გაზის მაშხალებით. მეოთხედ მობრუნებული ხალხისგან პოლიციამ კი წმენდა ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g