ჟინვალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავებულია 6 ადამიანი.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ს გულისხმობს.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.