LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი ტრაგედიაა… ათობით ცხოველს ზრუნვითა და სიყვარულით უვლიდა, მას ყველა ენოტ ცაცუნას პატრონად იცნობდა“ – ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციელი ინგა ყაველაშვილი ემსხვერპლა

964
ინგა ყაველაშვილი

30 მარტს, ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 52 წლის პოლიციელი – ინგა ყაველაშვილი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი, რომელმაც მართვა დაკარგა, მოცურდა და შეეჯახა მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც პოლიციელი იმყოფებოდა.

არსებული ცნობითვე, ინგა ყაველაშვილი წარმოშობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან იყო და ყვარლის პოლიციაში მუშაობდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ინგა ყაველაშვილს საზოგადოება კარგად ინობდა მისი საქველმოქმედო საქმიანობით. ის მრავალ ცხოველზე ზრუნავდა. მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ენოტ „ცაცუნაზე“ ზრუნვითაც.

ინგა ყაველაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს „ვეტერინარიუმი“.

„ძალიან ვწუხვართ ინგა ყაველაშვილის გარდაცვალების გამო – ადამიანის, რომელიც ათობით ცხოველს ზრუნვითა და სიყვარულით უვლიდა.

ჩვენ ის გავიცანით, როდესაც ენოტი ცაცუნა რამდენჯერმე მოიყვანა ვეტერინარიუმში სამკურნალოდ. მან თავი დაგვამახსოვრა საქმისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და ახალგაზრდა კადრების მიმართ ნდობით.

ვუთანაგრძნობთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

პოსტს ვურთავთ ჩვენს კლინიკაში გადაღებულ მისი საყვარელი ცაცუნას ფოტოს, სადაც ის ქალბატონ ინგას მკლავსაა ჩაბღაუჭებული“, – წერს „ვეტერინარიუმი“.

ძალიან ვწუხვართ ინგა ყაველაშვილის გარდაცვალების გამო – ადამიანის, რომელიც ათობით ცხოველს ზრუნვითა და სიყვარულით…

Posted by Veterinarium on ორშაბათი, 30 მარტი, 2026

„ენოტ ცაცუნას პატრონი, უსათნოესი ადამიანი“…

„ძალიან მძიმე ამბავია – ქალბატონი ნინო, რომელსაც მთელი „ფეისბუკი“ ენოტ ცაცუნას პატრონად იცნობდა, ავტოავარიამ იმსხვერპლა.

უდიდესი ტრაგედიაა ოჯახისა და ახლობლებისთვის. ამავე დროს, დიდი დანაკარგი ცხოველთა მოყვარულთათვის იმ ადამიანის სახით, რომელმაც ცხოვრება მიუსაფრების დახმარებასა და მათზე ზრუნვას მიუძღვნა.

არც კი ვიცნობდით, მაგრამ ყველას გვგონია, რომ ახლობელი დავკარგეთ, რადგან მსგავსი პიროვნებები იშვიათია“, – წერენ მოქალაქეების სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g