LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

139
გომის მთა

12 აგვისტოს, გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

შეგახსენებთ, დაკავებულ მძღოლს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, პროკურატურის ინფორმაციითვე, მძღოლს შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა.

„მძღოლს შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა…“ – გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ტურისტის დაღუპვის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლს ბრალდება წარედგინა

ცნობისათვის, 12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები ბელორუსიის მოქალაქეები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები