2-კვირიან პერიოდში საქართველოში ფრენების რაოდენობა გაიზარდა. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მონაცემებით, 31 იანვარს საქართველოში 18 ფრენა (მოფრენა-გაფრენა) შესრულდა, 17 იანვართან შედარებით, ეს 20 პროცენტით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 კვირაში, ევროპის მასშტაბით, ყველაზე მეტი ავიარეისი გერმანიაში (1302 ფრენა, +4%), საფრანგეთში (1214 ფრენა, -4%) და თურქეთში (1109 ფრენა, +11%) შესრულდა.
რაც შეეხება საქართველოს მსგავს შედეგებს, ის ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს – აქაც 31 იანვარს 18 ფრენა შედგა. ჩვენზე უარესი მონაცემები კი შემდეგ ქვეყნებს აქვთ: ბოსნია და ჰერცეგოვინაში (17 ფრენა, -6%), სლოვაკეთში (15 ფრენა, +50%), სლოვენიაში (10 ფრენა, +67%).