LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 მილიონი მოგებულს: უიმბლდონის საპრიზო ფონდი იზრდება

170

უიმბლდონის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ 2016 წელს, ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შარშანდელზე 5 პროცენტით მაღალი იქნება.

შარშან, ერთეულთა თანრიგში გამარჯვებულებმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა და სერენა უილიამსმა 1.88 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღეს.

მატების შემდეგ, მთლიანი საპრიზო ფონდი 28.1 მილიონ ფუნტს გაუტოლდება. ქალთა და მამაკაცთა ტურნირში გამარჯვებულებს – 2 მილიონ ფუნტს არგუნებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უიმბლდონის საპრიზო ფონდი ორჯერ გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა – 40 პროცენტი.

უიმბლდონის ორგანიზატორებმა ასევე გამოაცხადეს ჩაწყობილი მატჩების წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების ზრდის შესახებ, თუმცა კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებიათ.

დაგეგმილია თანხის გაზრდა დოპინგთან ბრძოლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები