„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ“ 2 თვის მარიამის გადასარჩენად მარათონი მოაწყო.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მარიამის გადასარჩენად იმაზე გაცილებით მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე საჭირო იყო.
„2 თვის მარიამისთვის გვჭირდებოდა 30 ათასი ლარი. შეგროვდა 63 ათასი.
მიყვარხართ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ორი თვის მარიამს არც ერთი დღე არ უცხოვრია საავადმყოფოს გარეთ. ოჯახს სჭირდებოდა 65 ათასი ევრო და თანხის შესაგროვებლად, ოჯახმა ყველაფერი გააკეთა. ბიძამ აიღო კრედიტი, მამა ხელოსანია და ყველაფერი ბანკში ჩადო. დედა „გუდვილში“ მუშაობს და თანამშრომლებმა შეუგროვეს თანხა.
დედების ფონდმა კი 1400 ლარი გადასცა ოჯახს.