LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 წლამდე ბავშვებში ეს ყველაზე ხშირი დახრჩობის მიზეზია…“ – პედიატრი ბავშვებისთვის სახლში არსებული 5 ყველაზე საშიში ნივთის შესახებ

270
სალომე ახვლედიანი

პედიატრი, სალომე ახვლედიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ბავშვებისთვის სახლში არსებული ნივთებიდან, 5 ყველაზე საშიში ნივთის შესახებ საუბრობს.

„ამ სიაში პირველი ელემენტებია, რომლის გადაყლაპვის შემთხვევაში, საყლაპავის მძიმე დამწვრობა შეიძლება 2 საათში განვითარდეს.

მაგნიტები – თუ ბავშვმა ორი ან მეტი მაგნიტი გადაყლაპა, ისინი შეიძლება ნაწლავების სხვადასხვა ნაწილში ერთმანეთს მიეწებოს, რაც გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს.

ჟალუზის ან ფარდის თოკები – ის ხშირად ბავშვის თავის ან კისრის სიმაღლეზეა და შეიძლება ძალიან სწრაფად და უხმაუროდ გამოიწვიოს დახრჩობა.

შიდა კარი – თუ კარში დგანან, ორპირი ქარის დროს ხშირია თითების მოყოლა.

ყურძენი და თხილეული – 2 წლამდე ბავშვებში ეს ყველაზე ხშირი დახრჩობის მიზეზია“ – ამბობს სალომე ახვლედიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები