LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლის პრინცესა შარლოტას პირველი დღე საბავშვო ბაღში (ფოტო)

278

ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის ქალიშვილმა, 2 წლის პრინცესა შარლოტამ სწავლა უილკოკსის საბავშვო ბაღში დაიწყო. კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე კი უკვე გამოჩნდა შარლოტას ახალი ფოტოები, რომელიც ქეით მიდლტონის მიერაა გადაღებული. ფოტოზე შარლოტა ბორდოსფერ პალტოსა და ზურგჩანთაში პოზირებს. ცნობილია, რომ ფოტოები სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს გადაიღეს.

საინტერესოა, რომ პრინცესა შარლოტას სასწავლებელი სამეფო ოჯახს წლიურად 14.5 ფუნტი სტერლინგი უჯდება. უილკოკსის საბავშვო ბაღი კენსინგტონის სასახლიდან 10 წუთის სავალზეა. ის ერთ-ერთ გამორჩეულ და პრესტიჟულ ბაღად ითვლება.

შარლოტას ახალ ფოტოს მალევე მოჰყვა გამოხმაურებები. თითქმის ყველა გამოცემა წერს, რომ პატარა პრინცესა საოცრად გავს დედოფალ ელისაბედს და ეს ყველა ფოტოზე ცხადად ჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g